ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი

დღევანდელ სწრაფად მზარდ ქალაქში, საიმედო ელექტროენერგიაზე წვდომა აუცილებელია სახლების, ბიზნესის, ინდუსტრიებისა და მთელი ეკონომიკის სწორად ფუნქციონირებისთვის. ელექტროგადამცემი ხაზები ქმნიან ჩვენი ენერგოდისტრიბუციული ქსელების ხერხემალს, რომლებსაც ელექტროენერგია გადააქვთ დიდ მანძილზე : ელექტროსადგურებიდან ქვესადგურებამდე და ქვესადგურებიდან საცხოვრებელ და კომერციულ მომხმარებლებამდე. აღნიშნული ეტაპების სწორედ განხორციელება მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელსაც ელმონტაჟი ახორციელებს კვალიფიციურ გუნდთან ერთად, ეს ეტაპებია: პროექტირება, საჭირო დანადგარების და მასალების მიწოდება და მონტაჟი.

ელექტროგადამცემი ხაზების პროექტირება

პროექტირების ფაზა გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის საფუძველს მთელი გადამცემი სისტემისთვის. ელექტროგადამცემი ხაზები შექმნილია ელექტროენერგიის ეფექტურად მიწოდებისთვის, დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების, შეფერხებების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საჭირო დანადგარების და მასალების მიწოდება

პროექტირების ფაზის დასრულების შემდეგ, ელმონტაჟი გთავაზობთ საჭირო მასალების და დანადგარების სრულად მიწოდებას. აღნიშნული მასალების სიაში შედის : ბოძები, გამანაწილებელი კარადები ტრანსფორმატორები, კაბელები  და ასე შემდეგ.

ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი

სამუშაო პროცესები სრულდება მშენებლობით, რომლის დროსაც ელმონტაჟის მაღალკვალიფიცირებული ინჟინერთა გუნდი გადამცემი სისტემის ფიზიკურად აწყობის პროცესს ახორციელებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *