ქვესადგურის პროექტირება და მშენებლობა: სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საფუძველი
ელექტრო ქვესადგურის პროექტირება და მშენებლობა წარმოადგენს თითოეული თანამედროვე ენერგოსისტემის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. ქვესადგურები უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადანაწილებასა და სტაბილურ მიწოდებას როგორც კომერციული, ისე მუნიციპალური ობიექტებისთვის. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ქვესადგური აძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას, ამცირებს დანაკარგებს და ზრდის სისტემის ეფექტიანობას.
ქვესადგურის მშენებლობა იწყება ტექნიკური კვლევითა და პროექტირებით, სადაც ვითვალისწინებთ ტერიტორიულ სპეციფიკას, ელექტრო დანადგარების შერჩევას, უსაფრთხოების ნორმებსა და ენერგოინტენსიურობას. სწორედ ამ ეტაპზე ხორციელდება ისეთი საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა მაღალი ძაბვის ამომრთველების, ტრანსფორმატორებისა და ავტომატური მართვის სისტემების ინტეგრაცია.სწორად შერჩეული ელექტრო დანადგარები და ხარისხიანად შესრულებული სამშენებლო სამუშაოები უზრუნველყოფს ქვესადგურის ხანგრძლივ მომსახურებას და მინიმალურ ტექნიკურ ხარვეზებს.
ელმონტაჟის ახალი, მიმდინარე პროექტი
ქალაქის ახალ, მშენებარე უბანში განსაკუთრებული სამუშაოები სრულდება ჩვენს მიერ, კერძოდ:
- ქ. თბილისის კრწანისის რაიონში ქ/ს ,,კრწანისი-35/10” მკვებავი 35კვ ორჯაჭვა საკაბელო ხაზის სამშენებლო-სამონტაჟო და გაწყობა-გაშვების სამუშაოები ( მიმდინარეობს გზის გაყვანის პროცესი და 35კვ-იანი საკაბელო არხის მშენებლობა)
ქ. თბილისის კრწანისის რაიონში შენდება ახალი ელექტრო ქვესადგური ,,კრწანისი-35/10”
